saWmeli sokoebi - irmistuCa
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Basidiomycota |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Кантарелловые |
Семейство: | Ежовиковые |
Род: | Гиднум |
Вид: | Ежовик жёлтый |
Международное научное название: | Hydnum repandum |
ირმისტუჩა - (ინგ. Hydnum repandum) (რუს. Ежовик жёлтый)
სინონიმი: უცნობია.
სოკო Hydnum-ის გვარის ირმისტუჩისებრთა ოჯახისა
აღწერა
ნაყოფის სხეული 5-10სმ. სიმაღლის.
ქუდი 3-12 (15)სმ. დიამეტრის, ხორციანი, მშრალი, მკვრივი, უსწორმასწორო ბორცვიანი ზედაპირით, ხშირად არასწორი ფორმის. ნორჩ სოკოს ქუდი ოდნავ ამობერილი აქვს მოხრილი კიდეებით, ხავერდოვანი; დაბერებასთან ერთად ხდება ბრტყელი და შუაში ჩაზნექილი, ბოჭკოვანი. არცთუ იშვიათად მეზობელი სოკოების ქუდებთან არის შეზრდილი. კანი არ ძვრება. შეფერილობა ღია ოხრისფერიდან და მოვარდისფრო-ყვითლიდან მოწითურო-ნარინჯისფერამდე და ღია კაკლისფერამდე; დაჭყლეტისას, ასევე დამწიფებისას, მუქდება, იღებს მოწითურო-ნარინჯისფერ ელფერს; მშრალ ამინდში ხუნდება ღია ყვითელ მოთეთრო ფერს იღებს.
რბილობი მკვრივი, მტვრევადი, მოთეთრო ან მოყვიტალო, გადატეხვისას ხდება მურა-მოყვითალო ფერი, სუსტი სასიამოვნო (ხილის) სუნით. გადაბერებული მაგრდება და მომწარო ხდება.
ჰიმენიუმი შედგება ხშირიფეხისკენ დაღმავალი წვეტიანი ეკლებისგან (ზოგჯერ ფეხის ბაზამდე). ნორჩ სოკოებს ეკლები მოკლე და ელასტიური აქვს, მოთეტროდან მოყვითალო-მოვარდისფრო ფერამდე; მომწიფებულებს 4-8მმ. სიგრძის, იგივე ფერის როგორიც ქუდია, ადვილად მტვრევადი და ფშვნადია.
ფეხი 3-5 (8)სმ. სიგრძის და 1,5-4სმ. დიამეტრის, მკვრივი, ერთიანი (ხანდახან რღმულებით), ცილინდრული ან ოდნავ გაღუნული, ხშირად ფართოვდება ძირისკენ, ქუდთნ მიმართებაში ექსცენტრული, ზოგჯერ ცენტრალური. ფეხის ზედაპირი გლუვი (ბაზასთან თითისტარისებური), მშრალი, მოთეთრო ან მოყვითალო, არაამილოიდური.
ეკოლოგია და გავრცელება
მიკორიზას (ფესვს) იკეთებს სხვადასხვა წიწვოვან და ფოთლოვან ხეებთან, იზრდება ტყეში და ბუჩქნარში ნებისმიერ ნიადაგზე, მაგრამ უფრო ხშირად კირიანზე, ურჩევნია ხავსიანი საფარი. განსაკუთრებულად უხვად მოდის არყთან შერეულ ნათელ ტყეებში. ფართოდ არის გავრცელებული ევრაზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერი კლიმატის ზონებში, გვხვდება ცივ რეგიონებშც.
ნაყოფის სხეულები ჩნდება ერთეულებად, გორებად ან დიდ ჯგუფებად, თითქმის შეზრდილი ქუდებით და ფეხებით ერთ მთლიანობად, ხანდახან რიგებად და ალქაჯის წრეებად.
სეზონი: ზაფხულის დასაწყისი შემოდგომა, პირველ ყინვებამდე (მასიური მოსავალია აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე).
მსგავსი სახეობები
საკვებად ვარგისი:
• Hydnum umbilicatumგანსხვავდება შედარებით პატარა და ჩაზნექილი ქუდის დისკოს ზომით, გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.
• ირმისტუჩა წითელ-ყვითელი (Hydnum rufescens) ან Hydnum repandum var. rufescensასევე პატარებია და აქვს მოწითალო-ყვითელი, მოწითურო-ან მკვეთრი ნარინჯისფერი შეფერილობა
• Hydnum albidum თეთრი ქუდით და უფრო პატარა სპორებით
• ნორჩი ირმისტუჩა სოკოები ჰგავს მიქლიოს
შხამიან სოკოებთან მსგავსება
გამოყენება
საკვებად ვარგისი სოკო, საფრანგეთში საუკეთესო სოკოებს მიაკუთვნებენ. ნორჩი სოკოები ყველანაირი სახით გამოიყენება, მოწიფული სოკოები შეიძლება გამოვიყენოთ წინასწარი (დაახლოებით 25 წუთი) გათუთქვის შემდეგ, რომ დაკარგოს სიმაგრე და მომწარო გემო, რეკომენდებულია ეკლების მოცილება. შეწვის დროს სოკო არ პატარავდება ზომით.
სინონიმები:
რუსული: ირმისტუჩა ჩაღრმავებული, ჰიდნუმი ჩაღრმავებული, დენტინუმი ჩაღრმავებული.
• Dentinum repandum (L.) GRAY
• Fungus erinaceus VAILL.
• Hydnum flavidum SCHAEFF.
• Hypothele repanda (L.) PAULET
• Tyrodon repandus (L.) P. KARST.
• Sarcodon repandus (L.) QUÉL. და სხვ.